ქეთევან ნემსაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აშშ-ის ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის საპატიო წევრი, USA/ABM/FABM, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, „აიეტის“, პროფესორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ლოკალურ და საერთაშორისო დონეებზე მრავალწლიან საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით: ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზება, ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და ორგანიზება, პროტოკოლებისა და გაიდლაინების დანერგვა და განხორციელება. იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი, ა/ო რეგიონალური ქსელი ბავშვებისათვის/გაეროს ბავშვთა ფონდის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (NGO/RNC/UNICEF/CEE/CIS&Baltic States) პრეზიდენტი (ორი ვადით),; უკრაინის საპრეზიდენტო ინიციატივის „ახალი სიცოცხლე“ (USAID/JSI უკრაინა) ნეონატოლოგ-კონსულტანტი.
მიღებული აქვს ჯილდოები წარმატებული საექიმო, სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობისთვის: ISPCAN - საპატიო წევრის ტიტული, საქართველოს საუკეთესო ექიმის ტიტული, ესკულაპის ჯილდო, სერტიფიკატი NGO/RNC/UNICEF გენერალური ანსამბლეის „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“ წარმართვისათვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებულ მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.